ანსუ ფატის ესპანეთის ახალგაზრდულ ნაკრებში უხმეს

AutoSharing Option
ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებაა: "ბარსელონას" ნახევარმცველ კარლეს პერესის ნაცვლად, რომელსაც კუნთის პრობლემა აქვს, მისი თანაკლუბელი ანსუ ფატი გამოიძახეს.

გვინეა-ბისაუში დაბადებულმა 16 წლის ფატიმ ახლახან მიიღო ესპანეთის მოქალაქეობა.

15 ოქტომბერს, ახალგაზრდული ევროპირველობის საკვალიფიკაციო მატჩში ესპანეთი მონტენეგროს შეხვდება და შესაძლოა, ფატის დებიუტი შედგეს.

ამ სეზონში ფატიმ ლა ლიგის 5 მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული