ანსუ ფატიმ "ტოტენჰემში" გადასვლა მოისურვა

AutoSharing Option
20 წლის ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ "ბარსელონას" დატოვება გადაწყვიტა.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, ფატის ერთსეზონიანი იჯარით აყვანის სურვილი "ტოტენჰემმა" გამოთქვა და ფეხბურთელმა თანხმობა განაცხადა. ფატის მამას, ბორი ფატის, უნდოდა, თავისი შვილი "სევილიაში" გადასულიყო, მაგრამ თავად ანსუმ ინგლისში გადაბარგება არჩია.

ტრანსფერის დეტალები ახლა კლუბებმა უნდა შეათანხმონ.

ამ სეზონში ფატიმ ლა ლიგის 3 მატჩში საგოლე მოქმედებებით თავი ვერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
როდის მთავრდება სატრანსფერო ფანჯარა რომ დამთავრდეს ეს ჭორიკნობები რაა. ეხლა დაიწყება ანსუ ფატი ტოტენჰემში შეამჩნიეს, ანსუ ფატის ტრანსფერი მეგობარმა გოგონამ დაბლოკა და ათასი სისულეები...
ბექა90
06:53 31-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული