მადრიდის "რეალის" ნახევარმცვემა კაზემირომ გუნდის მთავარ მწვრთნელთან ზინედინ ზიდანთან რთული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა, როცა ის გუნდში ახალი მოსული იყო.
"მახსოვს ის მომენტი, როცა ზიდანი "რეალში" მოვიდა. პირველ 5 მატჩში სათადარიგოზე ვიყავი, რის შემდეგ იანვარიც დადგა. მასთან კაბინეტში მივედი და ვუთხარი: "ზინედინ, ძირითადში მინდა თამაში. თამაში მინდა!", რაზეც მიპასუხა: "კაზი, დაწყნარდი, როცა თამაშს დაიწყებ, უკვე ვეღარ გაჩერდები". მაშინ ძირითადში დამაყენა და მართლაც მას შემდეგ დიდი ხანია ძირითადში ვარ. რა არის წარმატების საიდუმო? ჩემთვის სულ ერთია, რომელი წუთია მე-12 თუ 90-ე. ნებისმიერ
ბურთზე ისე მივდივარ, თითქოს საჭმელი იყოს", - აღნიშნა ბრაზილიელმა.
27 წლის კაზემირო "რეალში" 2013 წლიდან ასპარეზობს. ამ ხნის განმავლობაში მან ესპანეთის ჩემპიონატში 128 მატჩი ჩაატარა, სადაც 14 გოლიც გაიტანა.
მომზადებულია Movistar-ის მიხედვით