"ბარსელონა": მესის უფრო მეტი "ოქროს ბუცი" აქვს, ვიდრე თქვენ ფეხსაცმელი

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრესსამსახურმა თავდამსხმელ ლეო მესისთვის მეექვსე "ოქროს ბუცის" გადაცემაზე გააკეთა კომენტარი.

"მესის უფრო მეტი "ოქროს ბუცი" აქვს, ვიდრე თქვენ ფეხსაცმელი", - წერს "ბარსას" პრესსსამსახური კლუბის "ტვიტერზე".

თავად მესიმ საზეიმო ცერემონიაზე შემდეგი განაცხადა: "ჩემი პარტნიორების გარეშე ვერც ერთ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჯილდო ყველასთვისაა, მთელი გუნდის აღიარებაა.

ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. ყოველ წელს გვინდა მოვიგოთ, მაგრამ ლა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია".

მკითხველის კომენტარები / 3 /
მიდი მესი ათამდე აიყვანე! რაც მართალია, მართალი მაგარი ფეხბურთელი ხარ.
ლევანი
11:27 17-10-2019
0

სიახლეები პოპულარული