"ბარსელონას" პრესსამსახურმა თავდამსხმელ ლეო მესისთვის მეექვსე "ოქროს ბუცის" გადაცემაზე გააკეთა კომენტარი.
"მესის უფრო მეტი "ოქროს ბუცი" აქვს, ვიდრე თქვენ ფეხსაცმელი", - წერს "ბარსას" პრესსსამსახური კლუბის "ტვიტერზე".
თავად მესიმ საზეიმო ცერემონიაზე შემდეგი განაცხადა: "ჩემი პარტნიორების გარეშე ვერც ერთ გოლს ვერ გავიტანდი. ეს ჯილდო ყველასთვისაა, მთელი გუნდის აღიარებაა.
ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. ყოველ წელს გვინდა მოვიგოთ, მაგრამ ლა ლიგა უფრო მნიშვნელოვანია".