"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ განაცხადა, რომ რონალდოსა (იუვენტუსი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩისგან (ლოს ანჟელეს გალაქსი) განსხვავებით, საკუთარ თავზე ლაპარაკი არ უყვარს.
"ჩემს მიღწევებზე, რონალდოსა და იბრაჰიმოვიჩისგან განსხვავებით, ლაპარაკი არ მიყვარს. მირჩევნია, ამაზე ხალხმა ილაპარაკოს.
ვიცი, რასაც წარმოვადგენ და რასაც შემიძლია კიდევ მივაღწიო, მაგრამ ამის სახალხოდ განსჯა არ მიყვარს. გუნდზე მიყვარს ლაპარაკი", - განუცხადა მესიმ "მარკას".