"ბარსელონასა" და "რეალის" მატჩი გადაიტანეს

AutoSharing Option
Time 25 Sport-ის ცნობით, 26 ოქტომბერს ჩასატარებელი ელ კლასიკო 18 დეკემბერს გადაიტანეს.

ეს გადაწყვეტილება დღეს, 17 ოქტომბერს საშეჯიბრო კომიტეტმა მიიღო. მატჩის დაწყების დროს დამატებით გვაუწყებენ.

აღსანიშნავია, რომ თამაშის გადატანის წინააღმდეგია პრიმერას პრეზიდენტი ხავიერ ტებასი, რადგან 18 დეკემბერს ესპანეთის თასის შეხვედრები უნდა გაიმართოს და კლასიკოს 7 დეკემბერს ჩატარებას მოითხოვს.

კატალონიაში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა და "ბარსა" იძულებული იქნება, აეროპორტის პერსონალის გაფიცვის გამო "ეიბართან" ლა ლიგის მორიგი ტურის შეხვედრაზე ავტობუსით გაემგზავროს.

8 ტურის შემდეგ "რეალი" სატურნირო ცხრილში 18 ქულით
პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ "ბარსელონას" 2 ქულით უსწრებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერ ვიტან სეპარატის . ადამიანებს
Dato . mogeladze
04:28 18-10-2019
0

სიახლეები პოპულარული