ივან რაკიტიჩმა "ბარსელონაში" დაუჯერებელი სტატისტიკა დააფიქსირა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა დაუჯერებელი სტატისტიკა დააფიქსირა ესპანური გუნდის შემადგენლობაში.

ხორვატი ფეხბურთელი მეხუთეა "ბარსელონას" მაისურით ნათამაშები მატჩების რაოდენობით. რაკიტიჩმა სულ 274 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც ძირითად შემადგენლობაში იყო. სულ რაკიტიჩმა 310 მატჩიდან მხოლოდ 20-ჯერ ვერ მოხვდა განაცხადში და 3-ჯერ ვერ ითამაშა ტრავმის გამო.

ანუ რაკიტიჩი კატალონიელთა მატჩებში 93.5 პროცენტით არის ჩართული.

გარდა ამისა, რაკიტიჩმა 10 ფინალში ითამაშა, სადაც "ბარსელონამ" 9 მოიგო.

სიაში ხორვატს ფილიპ კოკუ უსწრებს, რომელსაც 297 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა ჰოლანდიელს რაკიტიჩი უკვე მიმდინარე სეზონში გადაუსწრებს.

ლიდერთა სამეული
კი ასე გამოიყურება:

  • ლიონელ მესი - 692 მატჩი
  • დანი ალვეში - 391
  • ხავიერ მასკერანო - 334

მკითხველის კომენტარები / 1 /
ალბათ უცხოელ ფეხბურთელებს გულისხმობთ?სტატიაში ეს არ ჩანს
სოსო
10:15 14-04-2020
0

სიახლეები პოპულარული