"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლეო მესიმ კონტრაქტის გაგრძელებაზე გააკეთა კომენტარი.
"ეს საკითხი ახლახან განვიხილეთ. არ მინდა ხელშეკრულებით ვალდებული ვიყო ვითამაშო, ვინაიდან არ ვიცი, მომავალში როგორ მდგომარეობაში ვიქნები. შესაძლოა, ტრავმის შემდეგ აღდგენა დამჭირდეს.
მსურს, იქამდე ვითამაშო, ვიდრე კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიქნები, მაგრამ ცხადია, კარიერის დასრულებამდე "ბარსაში" დავრჩები", - განაცხადა მესიმ რადიო Metro FM 95.1-ის ეთერში.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მესის ათწლიან კონტრაქტს და ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კლუბში ხელმძღვანელ თანამდებობას შესთავაზებს.