"ბარსელონა" ბრაზილიის ნაკრების ორი ფეხბურთელით, როდრიგო კაიოთი და ევერტონ სოარესით დაინტერესდა, - იტყობინება Mundo Deportivo.
"ბლაუგრანას" წარმომადგენლები "ფლამენგოს" მცველსა და "გრემიოს" თავდამსხმელს ლიბერტადორესის თასის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში აკვირდებოდნენ.
26 წლის კაიო შესაძლოა "ბარსელონას" ფეხბურთელი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გახდეს.
კაიოს აქტივში 19 მატჩში ერთი გოლია, ხოლო 23 წლის ევერტონმა 20 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.