გარეთ ბეილი: არ ვიცი, ვინ არის პრემიერ-მინისტრი, მე გოლფს ვადევნებ თვალს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალისა" და უელსის ნაკრების შემტევმა გარეთ ბეილმა Telegraph-თან ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა და შეეხო ისეთ საკითხებს, როგორებიც პოლიტიკა, ბრექსიტი და გოლფია.

"კარიერის დასრულების შემდეგ გოლფში მიმდინარე ამბებს მაინც დავაკვირდები. თუმცა ჯერ ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებაზე არ მიფიქრია, 30 წლის ვარ და ამაზე გაამახვილეთ ყურადღება.

მე მაინც მომავალზე ვფიქრობ. მირჩევნია, გეგმები დავისახო, ვიდრე ვერანდაზე ვიჯდე და ვინებივრო.

ბრექსიტის საკითხს, პირველ რიგში, ფინანსური თვალსაზრისით ვუყურებ. ის ჩემს ფულსა და ინვესტიციებზე გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. თუმცა, ამის გამოც კი არ ვაპირებ ინფორმაციას გავეცნო და
ათასი სისულელე წავიკითხო.

გულწრფელად რომ გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს, ბრექსისტის შინაარსის 99% რას გულისხმობს. ისიც კი არ ვიცი უკვე, პრემიერ-მინისტრი ვინ არის. მე გოლფს ვადევნებ თვალს და შემიძლია გითხრათ, ვინ არის მსოფლიოს პირველი ნომერი.

მადრიდში ყველაფერი მომწონს. ქალაქი, ცხოვრების წესი, კულტურა, საკვები, ამინდი... თუმცა კარიერის დასრულების შემდეგ უფრო მშვიდი ცხოვრება მინდა. პოპულარობას მირჩევნია, ქუჩაში ვერავინ მიცნოს", - თქვა 30 წლის უელსელმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული