ლიონელ მესი: მირჩევნია, თავად შევიდე შეცვლაზე, ვიდრე შემცვალონ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესის აღნიშნა, რომ არ უყვარს, როცა მატჩის დროს ცვლიან.

მისი თქმით, ურჩევნია, როცა თავად შედის შეცვლაზე.

"არ მიყვარს, როცა მცვლიან. მირჩევნია, მე შევიდე შეცვლაზე, ვიდრე შემცვალონ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მატჩის ბედი შეხვედრის დასასრულ უფრო ხშირად იცვლება ან უფრო მეტი თავისუფალი ზონა რჩება, მეტოქის დაღლილობიდან გამომდინარე.

საკუთარ თავს ტიპურ ბომბარდირად არ ვთვლი. სიღრმიდან ამოსვლა მიყვარს, უფრო მეტი კონტაქტი ბურთთან. გოლების ხათრით არ ვცხოვრობ, უფრო ბურთთან კონტაქტის  გამო. ვისწავლე თამაშთან ადაპტირება და მომენტის ლოდინი. ზოგჯერ უკეთესია არ ჩაერიო,
შემდეგ კი ვხვდები, რომ მომატების მომენტი დადგა. თამაშის უკეთესად წაკითხვა  ვისწავლე და ვხვდები, როდის და სად შემიძლია ვიყო უფრო ეფექტური" - ციტირებს მესის TyC Sports-ი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული