"რეალი" მზადაა ნახევარმცველი ისკო ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდოს, - ირწმუნება "მუნდო დეპორტივო".
გამოცემის მტკიცებით, "რეალი" ისკოს 70 მილიონ ევროდ აფასებს, მისი კონტრაქტის გამოსასყიდი ფასი კი 700 მილიონია.
ადრე ისკოს სამსახურით "მანჩესტერ სიტი", "არსენალი" და "იუვენტუსი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა უკანასკნელ ხანს მის ტრანსფერზე "ბლანკოსისთვის" არავის მიუმართავს.
ისკო "რეალმა" 2013 წელს "მალაგასგან" 30 მილიონად შეიძინა და მიმდინარე სეზონში ლა ლიგის 4 მატჩში (2 ძირითად შემადგენლობაში) მიიღო მონაწილეობა, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა.
ისკოს "სამეფო კლუბთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.