მესიმ სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა - "ბარსელონა" გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ოქტომბერს, ლა ლიგის მე-11 ტურში "ბარსელონამ" შინ "ვალიადოლიდი" 5:1 დაამარცხა.

მესიმ დუბლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და ტრავმის მორჩენის შემდეგ მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან კარიერაში 50-ე გოლი გაიტანა საჯარიმოდან - 44 "ბარსაში" და 6 არგენტინის ნაკრებში.

სუარესმა ლა ლიგაში ყველა 27 გუნდს გაუტანა, რომელთა წინააღმდეგაც ითამაშა.

"ბარსელონა" 22 ქულით გალიდერდა და 2 ნოემბერს სტუმრად "ლევანტეს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 59 896 მაყურებელი
ბარსელონა - ვალიადოლიდი 5:1
გოლები: 1:0 ლანგლე (2), 1:1 ოლივასი (15), 2:1 ვიდალი (29),
3:1 მესი (34), 4:1 მესი (75), 5:1 სუარესი (77)

ბარსელონა: ტერ შტეგენი, პიკე, ალბა (რობერტო 78), ლანგლე, სემედო, ვიდალი, ბუსკეტსი, დე იონგი (რაკიტიჩი 60), მესი, სუარესი, ფატი (გრიზმანი 63)

ვალიადოლიდი: მასიპი, ოლივასი, მარტინესი (კარიმი 32), ბარბა, პორო, მიჩელი, ფერნანდესი, ტუჰამი (ერვაისი 53), პლანო (უნალი 66), გვარდიოლა, რუბიო
მკითხველის კომენტარები / 3 /
ლეო ძალიან მაგარი ხარ, ოღონდ თუ ხასიათზე ხარ. ნუ შენი ჯარიმები ეს არის შედევრები.
გია1
21:15 30-10-2019
0
უყურებ ამ გოლებს და რწმუნდები,რომ ფეხბურთი, ხელოვნებაცაა.
სოსო
10:57 30-10-2019
0

სიახლეები პოპულარული