ჟერარდ პიკე: "ბარსელონას" ფეხბურთელებს ნეიმარის ტრანსფერის გამო ჩვენს ფულზე უარი არ გვითქვამს, არამედ...

AutoSharing Option
კატალონიური "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების მცველმა ჟერარდ პიკემ ესპანურ რადიო Cadena Ser-თან ინტერვიუში ისაუბრა ზაფხულში გავრცელებულ ცნობაზე, რომლის თანახმადაც, "ბარსას" ფეხბურთელები ნეიმარის დასაბრუნებლად ხელფასის შემცირებაზე თანახმანი იყვნენ და კლუბს საკუთარ ფულსაც სთავაზობდნენ.

"ჩვენ საკუთარ ფულზე უარი არ გვითქვამს. რაც პრეზიდენტს ვუთხარით, მისი შინაარსი ეს იყო: ფინანსური "ფეარ პლეიდან" გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ საკუთარი კონტრაქტების შეცვლაზე. ასე რომ, მივმართეთ მას, "ნაცვლად იმისა, რომ გარკვეული თანხა მაინცადამაინც 1 წელში გამოვიმუშაოთ, მზად ვართ ეს თანხა 2-3 წელში გადანაწილებულად მივიღოთ."

გვინდოდა კლუბისთვის ხელი შეგვეწყო,
რათა ფინანსური პრობლემებისთვის თავი აერიდებინა და ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება პრობლემას არ წარმოადგენდა. ჩვენი წლიური ხელფასების შეკვეცა ერთ-ერთი ფორმულა იყო კლუბისათვის, გაეფორმებინა კონტრაქტი ნეისთან. სხვათა შორის, ხელმძღვანელობის აზრით, ეს კარგი იდეა იყო, თუმცა შემდეგ სხვა პრობლემებიც გაჩნდა", - თქვა პიკემ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული