"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ მადრიდის "რეალის" ის ფეხბურთელები დაასახელა, ვისთანაც კარგი ურთიერთობა აკავშირებს.
გაგიკვირდებათ და, მათ შორის არის სერხიო რამოსიც.
"ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ნაჩოსთან და ლუკას ვასკესთან. ვერ ვიტყოდი, რომ მე და სერხიო რამოსი მეგობრები ვართ, მაგრამ ჩვენ თბილი ურთიერთობა გვაქვს და ერთმანეთს პატივს ვცემთ. ალვარო მორატასთანაც იგივე ურთიერთობა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ "რეალში" აღარ არის. ამ ბიჭებთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა", - ციტირებს პიკეს Sport.es.