2 ნოემბერს, ლა ლიგას მე-11 ტურში "ბარსელონა" გასვლაზე 1:3 დამარცხდა "ლევანტესთან".
"ბარსა" პირველ ტაიმში მესიმ პენალტით დააწინაურა, 61- წუთამდე იგებდა და ვინ იფიქრებმა თუ წააგებდა, მაგრამ შემდეგ 7 წუთში 3 გოლი გაუშვა. დარჩენილ დროში კატალონიური გუნდი ერთფეროვნად უტევდა და დამარცხდა.
"ლევანტემ" უკანასკნელ წელიწადნახევარში "ბარსელონას" მესამედ მოუგო.
პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა სუარესმა და შეცვალეს.
"ბარსელონას" ფეხის დაცდენით შეუძლია "რეალმა" ისარგებლოს და გალიდერდეს, რომელიც დღეს "ბეტისს" მასპინძლობს.
ვალენსია. "სიუდადი". 23 341 მაყურებელი
ლევანტე - ბარსელონა 3:1
გოლები: 0:1 მესი (38, პენ), 1:1 კამპანა (61), 2:1 მიორალი (63), 3:1 რადოია (68)