"ბარსელონამ" "ლევანტესთან" 7 წუთში 3 გოლი გაუშვა და დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ნოემბერს, ლა ლიგას მე-11 ტურში "ბარსელონა" გასვლაზე 1:3 დამარცხდა "ლევანტესთან".

"ბარსა" პირველ ტაიმში მესიმ პენალტით დააწინაურა, 61- წუთამდე იგებდა და ვინ იფიქრებმა თუ წააგებდა, მაგრამ შემდეგ 7 წუთში 3 გოლი გაუშვა. დარჩენილ დროში კატალონიური გუნდი ერთფეროვნად უტევდა და დამარცხდა.

"ლევანტემ" უკანასკნელ წელიწადნახევარში "ბარსელონას" მესამედ მოუგო.

პირველ ტაიმში ტრავმა მიიღო სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა სუარესმა და შეცვალეს.

"ბარსელონას" ფეხის დაცდენით შეუძლია "რეალმა" ისარგებლოს და გალიდერდეს, რომელიც დღეს "ბეტისს" მასპინძლობს.

ვალენსია. "სიუდადი". 23 341 მაყურებელი
ლევანტე - ბარსელონა 3:1
გოლები: 0:1 მესი (38, პენ),
1:1 კამპანა (61), 2:1 მიორალი (63), 3:1 რადოია (68)
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ყვითელი ფორმები არის ბარსასთვის დათარსული, ვერ ვიტან ამ ფერებს. ვინც ეს ფორმები შეურჩია იმათი ყველასი.... ვგიჟდებოდი იმ ლამაზ ფორმებზე ლურჯ ბროწეულისფერებზე.
?????????????????????????????????????????????/
12:10 03-11-2019
0
ნეტავ უცხოპლანეტელი,ისტორიაში საუკეთესო გენიოსა რატომ დადიოდა ჩანჩურასავით.რა თქმა უნდა პელე და მარადონა მაგასთან რა მოსატანია.
ვა რა დონეა
12:56 03-11-2019
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული