გუტიმ სეგუნდას გუნდი ჩაიბარა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა ხოსე მარია გუტიერესმა, იგივე გუტიმ, სეგუნდა დივიზიონის გუნდი "ალმერია" ჩაიბარა.

43 წლის გუტიმ სამწვრთნელო კარიერა მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და "La Fábrica"-ს 19-წლამდელთა გუნდს 2016-დან 2018 წლამდე წვრთნიდა. ამის შემდეგ ესპანელი "ბეშიქთაშის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახლდათ, ახლა კი "ალმერიას" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

გუტის კარიერაში მხოლოდ 2 გუნდში უთამაშია - მადრიდის "რეალსა" და სტამბულის "ბეშიქთაშში", სადაც დაასრულა კიდეც კარიერა. მადრიდელთა სისტემაში გუტი 1986 წელს მივიდა და 2010 წლამდე არსად წასულა, სანამ თურქეთში არ გადავიდა საცხოვრებლად. ელეგანტური
სტილის მქონე ფეხბურთელს ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ 13 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული