არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კლაუდიო ბორგი, რომელიც ეკვადორის ლდუ-ს უდგას სათავეში, ამტკიცებს, რომ "ბარსელონას" მწვრთნელად დეკემბერში "რივერ პლეიტის" თავკაცს, მარსელო გალიარდოს დანიშნავენ.
"გალიარდო დეკემბერში "ბარსელონას" ჩაიბარებს. ერნესტო ვალვერდეს საქმეები კარგად ვერ მისდის.
გალიარდო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მე ინფორმაცია სანდო წყაროსგან მივიღე", - განუცხადა ბორგიმ TNT Sports-ს.
გალიარდო "რივერ პლეიტში", "მონაკოში", პსჟ-ში, "დისი იუნაიტედსა" და ურუგვაის "ნასიონალში" თამაშობდა, "რივერ პლეიტს" 2014 წლიდან წვრთნის და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ორჯერ მოიგო ლიბერტადორესის თასი.