მესის 34-ე ჰეთ-ტრიკი - "ბარსელონამ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ნოემბერს, ლა ლიგას მე-13 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "სელტა" 4:1 დაამარცხა.

მესიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა და პრიმერას ბოლო 6 მატჩში 8 გოლი და 4 საგოლე პასი მიითვალა. მან ესპანეთის ჩემპიონატზე 34-ე ჰეთ-ტრიკი შეასრულა და რონალდოს დაეწია.

"სელტა" ლა ლიგის 22-ე გუნდია, რომელსაც მესიმ 10 და მეტი გოლი გაუტანა.

"ბარსას" ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველი გოლი გაიტანა.

ანტუან გრიზმანმა "ბარსაში" უკვე მეხუთე მატჩში ვერ გაიტანა გოლი.

"ბარსელონა" 25 ქულით პირველ ადგილზეა (ამდენივე ქულით მეორე პოზიციაზე "რეალია) და 23
ნოემბერს გასვლაზე "ლეგანესს" დაუპირისპირდება.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 71 209 მაყურებელი
ბარსელონა - სელტა
გოლები: 1:0 მესი (23, პენ), 1:1 ოლაზა (42), 2:1 მესი (45+1), 3:1 მესი (48), 4:1 ბუსკეტსი (85)
მკითხველის კომენტარები / 15 /
იატორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი! მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ტრამვირებული ლეო მესი!
barsa
02:15 10-11-2019
5
ნუ რა უნდა ვთქვათ ლეოზე ისეთი რაც არ გვითქვია. უბრალოდ ძალიან მაგარი ფეხბურთელი ხარ! ბარსას სახე და თილისმა! ერთი სიამოვნებაა შენი ყურება! ასე გააგრძელე ლეო ჩვენი გაგვირვება!
koba
10:24 10-11-2019
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული