"დამშვიდდით, ნაბიჭვრებო" - "ეიბარის" მწვრთნელი ლუკას ვასკესს

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, ლა ლიგის მე-13 ტურის შეხვედრაში "ეიბარსა" და მადრიდის "რეალს" შორის მოხდა ინციდენტი, რომელიც კადრებს მიღმა დარჩა.

გამოცემის თქმით, პირველი ტაიმის 35-ე წუთზე, როცა ანგარიში 3:0 იყო "რეალის" სასარგებლოდ, "ეიბარის" მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ლუის მენდილიბარმა მადრიდელთა შემტევ ლუკას ვასკესს უთხრა: "დამშვიდდით, თქვე ნაბიჭვრებო!"

ვასკესმა აღნიშნული მიმართვა გულთან არ მიუშვა და მწვრთნელის ნათქვამზე გაიცინა. თუმცა, როგორ ჩანს, მისმა თანაგუნდელებმაც გაიგონეს მენდილიბარის სიტყვები და დარჩენილ დროში "ეიბარს" მხოლოდ 1 გოლი გაუტანეს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული