"ლეგანესის" მწვრთნელი მესიზე: ეგ არამზადა 10-დან 11-ს გაგიტანს და გაგექცევა

AutoSharing Option
23 ნოემბერს "ლეგანესი" ლა ლიგაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის შესახებ "ლეგანესის" მწვრთნელმა ხავიერ აგირემ ისაუბრა.

"საერთოდ არ ვიცი, როგორ შევაჩერო მესი. ჩემი გუნდები ამას ვერასოდეს ვერ ახერხებდნენ. ხანდახან ფრეს ვაღწევდით ხოლმე.

მე მანცვიფრებს, რომ ის საჯარიმოებს პენალტებივით იყენებს. ჩემმა ერთმა თანაშემწემ შემომთავაზა, მესის მიერ საჯარიმოს შესრულებისას ცოცხალი კედელი არ დავაყენოთ. მე კი ვუპასუხე, რომ თუ 10 ბურთს მივცემთ, 11-ს გაიტანს.

20 ათასი მეთოდი განვიხილეთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მისი საჯარიმოსას. ერთ ფეხბურთელს ძელთან დავაყენებ, მეორეს გაზონზე დავაწვენ... საუკეთესო გამოსავალია,
არ მივიღოთ არასაჭირო ჯარიმები. თუმცა ეს არამზადა მაინც გაგექცევა", - განუცხადა აგირემ Cadena SER-ს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თუ გინდათ ბეტონით ჩააბეტონეთ კარი, მესი მაინც გაიტანს ჯარიმას და მაგ ბეტონსაც.
!!!!!!!!!!!!
15:00 13-11-2019
1
მე გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ, თუ დამიჯერებთ ხომ კარგი: თერთმეტივე ფეხბურთელი პირდაპირ კარში დააყენეთ და ასე ვთქვათ ჩახერგეთ კარები, არა? არ გამოვა ეს ვერსია? აზრი არა აქვს! აბა სხვა ვერსია ნამდვილად არა მაქვს.
koka
14:01 13-11-2019
0

სიახლეები პოპულარული