23 ნოემბერს "ლეგანესი" ლა ლიგაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს. მომავალი შეხვედრის შესახებ "ლეგანესის" მწვრთნელმა ხავიერ აგირემ ისაუბრა.
"საერთოდ არ ვიცი, როგორ შევაჩერო მესი. ჩემი გუნდები ამას ვერასოდეს ვერ ახერხებდნენ. ხანდახან ფრეს ვაღწევდით ხოლმე.
მე მანცვიფრებს, რომ ის საჯარიმოებს პენალტებივით იყენებს. ჩემმა ერთმა თანაშემწემ შემომთავაზა, მესის მიერ საჯარიმოს შესრულებისას ცოცხალი კედელი არ დავაყენოთ. მე კი ვუპასუხე, რომ თუ 10 ბურთს მივცემთ, 11-ს გაიტანს.
20 ათასი მეთოდი განვიხილეთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მისი საჯარიმოსას. ერთ ფეხბურთელს ძელთან დავაყენებ, მეორეს გაზონზე დავაწვენ... საუკეთესო გამოსავალია,
არ მივიღოთ არასაჭირო ჯარიმები. თუმცა ეს არამზადა მაინც გაგექცევა", - განუცხადა აგირემ Cadena SER-ს.