უკმაყოფილო ივან რაკიტიჩი ამბობს, რომ ბურთი წაართვეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი გუნდში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

"როგორ შეიძლება ფეხბურთელმა სიამოვნება მიიღოს? თამაშით. როგორ გრძნობს თავს ჩემი ქალიშვილი, როდესაც სათამაშოს ართმევენ? დაღვრემილია. მეც ასე ვგრძნობ თავს: ბურთი წამართვეს და მოვიწყინე.

ჩემი გრძნობების გამოხატვასთან დაკავშირებით პრობლემა არ მაქვს. მე ეს მომწონს. როდესაც ტირილი მინდა, პრობლემა არ მაქვს. თუ ზეიმი მსურს, ვზეიმობ.

მესმის და პატივს ვცემ მწვრთნელის და კლუბის გადაწყვეტილებას. რაც 5 წელია აქ ვარ, გუნდისთვის ბევრი რამ გავაკეთე. აქ გავატარე კარიერის საუკეთესო წლები და მინდა კვლავ სიამოვნება მივიღო. ეს ჩემთვის
ყველაზე მთავარია.

31 წლის ვარ, 38-ის კი არა. თავს შესანიშნავად ვგრძნობ", - განაცხადა რაკიტიჩმა პროგრამა Universo Valdano на Movistar-ში.

ივანს "ბარსასთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამ სეზონში კი ლა ლიგის 7 მატჩში 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია რაკიტიჩი , ძალიან ცუდად ეპყრობა ბარსას ხელმძღვანელობა. მშრომელი ფეხბურთელია, ნამვილად არ ეზარებოდა თამაში და მინდორზე მაქსიმუმს სდებდა. ასე უცებ გვერდზე გაწევა და არა სათამაშო დროის გამოყენება, როგორ გგონიათ არ იმოქმედებს ფეხბურთელის ფსიქიკაზე? სხვისი არ ვიცი და ძალიან მეცოდება რაკიტიჩი. ასეთი ფეხბურთელები არ იმსახურებენ ასეთ მოპყრობას.
გია1
13:54 13-11-2019
0

სიახლეები პოპულარული