დავიდ ვილამ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ესპანელმა თავდამსხმელმა დავიდ ვილამ, რომელიც ამჟამად იაპონური "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს, კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება.

როგორც "ბარსელონას", "ვალენსიასა" და მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილმა ფორვარდმა განაცხადა, ის ლურსმანზე ბუცებს ამ სეზონის დასრულების შემდეგ ჩამოკიდებს. იაპონიის ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურია დარჩენილი.

37 წლის ვილამ კარიერა ხიხონის "სპორტინგში" დაიწყო. შემდეგ იყო "სარაგოსა". კარიერის საუკეთესო წლები "ვალენსიაში" გაატარა, "ღამურების" მაისურით პრიმერა დივიზიონში 166 მატჩი ჩაატარა და 108 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ იყო "ბარსელონა", მადრიდის "ატლეტიკო", "მელბურნ სითი", "ნიუ იორკ სითი" და ბოლოს "ვისელ კობე",
სადაც ანდრეს ინიესტასთან ერთად თამაშობს.

ვილას ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 98 მატჩი აქვს ჩატარებული და 59 გატანილი გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული