"ბარსელონას" კაპიტანმა ლეო მესიმ თქვა, რომ კარიერაში ერთადერთხელ სთხოვა მოწინააღმდეგეს მაისურის გაცვლა.
"მე მაისურის გაცვლას სხვა ფეხბურთელებს არ ვთხოვ, როგორც წესი, მათი თხოვნით ვუცვლი. ერთადერთხელ ზიდანს ვთხოვე. ისე, თუ მეტოქის გუნდში არგენტინელი თამაშობს, მაისურას ვუცვლი. თუ არავინ მთხოვს, არც მე ვთხოვ", - ციტირებს მესის TyC Sports-ი.
მიმდინარე სეზონში მესიმ 11 მატჩში 9 გოლი და 5 პასი მიითვალა, კლუბთან კონტრაქტი კი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
ერთი რა თქვა და მეორე რა დაწერეს.
ისე თუ მართლა თქვა, არც მე მომეწონა