ანსუ ფატის "ბარსელონას" დუბლებში დააბრუნებენ?

AutoSharing Option
"ბარსელონას" აკადემიის დირექტორმა პატრიკ კლუივერტმა განაცხადა, რომ შეიძლება 17 წლის ნახევარმცველი ანსუ ფატი დუბლებში დააბრუნონ.

კლუივერტის თქმით, შედარებით ადვილ პირობებში ფატი უკეთ მოახერხებს პროგრესირებას.

მიუხედავად იმისა, რომ მან თავი ჩინებულად წარმოაჩინა, "ბარსას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ მხოლოდ 3 მატჩში დააყენა სასტარტოში.

ფატიმ "ოსასუნასთან" მატჩში გოლი გაიტანა და ლა ლიგაში გოლის გამტანი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული