სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ვინგერმა მალკომმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ფანები მას გუნდში დაბრუნებას ეხვეწებიან.
"ყოველდღიურად "ბარსელონას" არაერთი ფანი მწერს. ისინი მეხვეწებიან, რომ "ბლაუგრანაში" დავბრუნდე. ვფიქრობ, როდესაც "ბარსელონაში" მწვრთნელი შანსს მაძლევდა, ჩემს სამუშაოს ყოველთვის კარგად ვასრულებდი და ფანების სიყვარულიც სწორედ აქედან გამომდინარეობს", - ამბობს მალკომი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი რუსულ კლუბში გასულ ზაფხულს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მან "ბარსელონას" მაისურით ერთ სეზონში ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მალკომი დიდად
გადაღლილი არც "ზენიტშია", რადგან რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში ტრავმა მიიღო და აგვისტოდან მოყოლებული მკურნალობს.