გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - მალკომს ეხვეწებიან, რომ "ბარსელონაში" დაბრუნდეს

AutoSharing Option
სანქტ-პეტერბურგის "ზენიტის" ვინგერმა მალკომმა საინტერესო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ბარსელონას" ფანები მას გუნდში დაბრუნებას ეხვეწებიან.

"ყოველდღიურად "ბარსელონას" არაერთი ფანი მწერს. ისინი მეხვეწებიან, რომ "ბლაუგრანაში" დავბრუნდე. ვფიქრობ, როდესაც "ბარსელონაში" მწვრთნელი შანსს მაძლევდა, ჩემს სამუშაოს ყოველთვის კარგად ვასრულებდი და ფანების სიყვარულიც სწორედ აქედან გამომდინარეობს", - ამბობს მალკომი.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი რუსულ კლუბში გასულ ზაფხულს 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. მან "ბარსელონას" მაისურით ერთ სეზონში ყველა ტურნირზე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მალკომი დიდად
გადაღლილი არც "ზენიტშია", რადგან რუსეთის პრემიერლიგის მე-2 ტურში ტრავმა მიიღო და აგვისტოდან მოყოლებული მკურნალობს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა აბააა. მესი გვიბერდება და შენ მოგისაზრებთ მესის შემცვლელადო, ნეტა ვინ იცოდა მალკომი ვინ იყო გააპიარეს რომას რო აეროპორტში ჯთხრა უარი. ეხლა ხოარის ზენიტში მალე ურალში გადავა და მეერე ბრაზილიაში გოიასში. ხარბი კაცის საქმე ეგრეა ხოლმე ყოველთვის
ტოტტი
14:09 25-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული