ფრანგული გამოცემა francefootball-ი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
წყაროს ცნობით, "ბარსელონას" ლიდერმა ლიონელ მესიმ "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში წაგების შემდეგ ნეიმარს მისწერა.
"მხოლოდ ერთად შეგვიძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება. მინდა, რომ დაბრუნდე. ორი წლის შემდეგ მე წავალ, შენ მარტო დარჩები და ჩემს ადგილს დაიკავებ", - მისწერა მესიმ ნეიმარს WhatsApp-ში.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარს ზაფხულში "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა, ხოლო პარალელურად, პსჟ მას დარჩენაში არწმუნებდა, მათ შორის, მარკო ვერატი და კილიან მბაპე, ვისთანაც ნეიმარს ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს.