ლეო მესიმ "ატლეტიკოსთან" მატჩი მოიგო - "როხიბლანკო" ოცდამეხუთედ დაამწუხრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ დეკემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურის დასკვნით მატჩში, რომელსაც 64 226 მაყურებელი დაესწრო,  "ბარსელონამ" სტუმრად "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა.

თამაში თანაბარი იყო. უფრო ლოგიკური იქნებოდ,ა თუ ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ "ბარსას" ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი - მესიმ 86-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუპოვა. სწორად აღნიშნა ამ მატჩის მიმოხილვაში as-მა, რომ მესი მარტო წყვეტს ფეხბურთის ბედს, ხოლო "მარკამ" მოწინავე სტატია ასე დაასათაურა: "მესიმ მეტოქეს გარდაცვალების ცნობა გაუფორმა".

მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 38 სხვადასხვა სტადიონზე გაიტანა, რაც
რეკორდია. მესიმ სუარესის პასით 28 გოლი გაიტანა და ამდენივე გოლი გაატანინა ურუგვაელს - ეს XXI საუკუნეში პრიმერაზე ყველაზე შედეგიანი ტანდემია.

"ბარსელონა" და "რეალი" 31-31 ქულით ლიდერები არიან. მომავალ ტურში, 7 დეკემბერს, "რეალი" ესპანიოლს", 8 დეკემბერს კი "ბარსელონა" "მალიორკას" უმასპინძლებს.

მესიმ "ატლეტიკოს" კარი ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 25-ჯერ დალაშქრა - უფრო მეტი მხოლოდ "სევილიას გაუტანა (29). პრიმერას მიმდინარე გათამაშების 8 მატჩში მან 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

83-ე წუთზე მეტოქის ნახევარმცველ ვიტოლოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო "ბარსას" მცველმა ჟერარდ პიკემ და შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
გაახალგაზრდავებული და ლამაზად გაპარსული მესი,ადამიანს დაემსგავსა :)
jango
14:38 02-12-2019
0
კაი ბურთები აიღო ბარსას მეკარემ,ორი ათასპროცენტიანი ბურთი აიღო,ხელით თამაში საჯარიმოში და მოკლედ მთელი თამაში მესი გამოკეტილი ყავდათ და პლიუს ამას ისეთი დაუგორეს მოკლედ ხალხის კერპთაყვინსცემლობის მუღამი რა ვთქვი თორე...ეხლა აქ მესი კიარა ფორტუნა თაამაშობდა :)
angel
11:50 02-12-2019
38

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული