ლეო მესიმ "ატლეტიკოსთან" მატჩი მოიგო - "როხიბლანკო" ოცდამეხუთედ დაამწუხრა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პირველ დეკემბერს, ლა ლიგის მე-15 ტურის დასკვნით მატჩში, რომელსაც 64 226 მაყურებელი დაესწრო,  "ბარსელონამ" სტუმრად "ატლეტიკო" 1:0 დაამარცხა.

თამაში თანაბარი იყო. უფრო ლოგიკური იქნებოდ,ა თუ ფრედ დასრულდებოდა, მაგრამ "ბარსას" ჰყავს ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მარტომ გადაწყვიტოს შეხვედრის ბედი - მესიმ 86-ე წუთზე გაიტანა გამარჯვების გოლი და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუპოვა. სწორად აღნიშნა ამ მატჩის მიმოხილვაში as-მა, რომ მესი მარტო წყვეტს ფეხბურთის ბედს, ხოლო "მარკამ" მოწინავე სტატია ასე დაასათაურა: "მესიმ მეტოქეს გარდაცვალების ცნობა გაუფორმა".

მესიმ ესპანეთის ჩემპიონატში 38 სხვადასხვა სტადიონზე გაიტანა, რაც
რეკორდია. მესიმ სუარესის პასით 28 გოლი გაიტანა და ამდენივე გოლი გაატანინა ურუგვაელს - ეს XXI საუკუნეში პრიმერაზე ყველაზე შედეგიანი ტანდემია.

"ბარსელონა" და "რეალი" 31-31 ქულით ლიდერები არიან. მომავალ ტურში, 7 დეკემბერს, "რეალი" ესპანიოლს", 8 დეკემბერს კი "ბარსელონა" "მალიორკას" უმასპინძლებს.

მესიმ "ატლეტიკოს" კარი ჩემპიონატის 27 შეხვედრაში 25-ჯერ დალაშქრა - უფრო მეტი მხოლოდ "სევილიას გაუტანა (29). პრიმერას მიმდინარე გათამაშების 8 მატჩში მან 9 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

83-ე წუთზე მეტოქის ნახევარმცველ ვიტოლოსთან შეჯახებისას ტრავმა მიიღო "ბარსას" მცველმა ჟერარდ პიკემ და შეცვალეს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ლეო გიჟია, გიჟი...
წარმოდგენილი მაქვს რა უინტერესო გახდება ფეხბურთის ყურება როცა მესი კარიერას დაამთავრებს
სოსო
02:38 02-12-2019
3
ეჰ, სოსო გეთანხმები ყველაფერში. არ ვიცი მართლაც მესის წასვლის მერე ნამდვილად გაუფერულდება ფეხბურთი. ძალიან მიყვარს ეს გადარეული და ამასთანავე მორიდებული ფეხბურთელი.
გოჩა
09:57 02-12-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული