არადა, მათი კავშირი თითქოს სამუდამო იყო.
"ატლეტიკომ" მწვრთნელი დიეგო სიმეონე შესაძლოა, სულ მალე სამუშაოდან დაითხოვოს, - იტყობინება "მარკა".
ამის მიზეზი მიმდინარე სეზონში გუნდის წარუმატებელი ასპარეზობაა - პრიმერაზე მეექვსე ადგილზეა, ხოლო თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოსკოვის "ლოკომოტივთან" დამარცხდა, ჯგუფში ჩარჩება.
სიმეონე "როხიბლანკოს" 2011 წლიდან უდგას სათავეში და მისი ხელმძღვანელობით ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში.