ანტუან გრიზმანი: მესისთან და სუარესთან მოედანზე ურთიერთმოქმედებას მატჩიდან მატჩამდე ვაუმჯობესებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა თანაგუნდელებთან უკეთ შეთამაშებაზე ისაუბრა.

"მალიორკასთან" გოლი მეკარე ტერ შტეგენის პასით გავიტანე. დავინახე, წინ ცარიელი სივრცე იყო, მარკმა კარგი გადაცემა გამიკეთა. მივიღე ბურთი და მეტოქის გოლკიპერთან პირისპირ აღმოვჩნდი. გადაწყვეტილების მისაღებად საკმაო დრო მქონდა.

პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ და მეორეში მომენტები გვქონდა. ახლა ჩემპიონთა ლიგაზეც უნდა გავიმარჯვოთ.

მესისთან და სუარესთან მოედანზე ურთიერთმოქმედებას მატჩიდან მატჩამდე ვაუმჯობესებ. მესიმ მეექვსე "ოქროს ბურთი" მიიღო და გასაოცრად ითამაშა. გამიხარდა, რომ გამარჯვებაში ჩემი წვლილი შევიტანე", - ციტირებს გრიზმანს კატალონიური "სპორტი".

ფრანგმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში
19 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული