ანტუან გრიზმანი: ძალიან მორიდებული ვარ და ადაპტაცია ამიტომ გამიგრძელდა

AutoSharing Option
თავდამსხმელმა ანტუან გრიზმანმა "ბარსელონაში" ადაპტაციაზე ისაუბრა და ახსნა, რატომ გაუგრძელდა ეს პროცესი.

"გუნდში ახალ როლს ვსწავლობ. ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთ გავიცნო თანაგუნდელები. თავიდან არ მესმოდა სუარესისა და მესის მოქმედებები, მაგრამ ყოველდღიურად ვპროგრესირებ.

ძალიან მორიდებული ადამიანი ვარ. ამის გამო სხვებთან ლაპარაკი მიჭირს. თუმცა დროთა განმავლობაში ყველაფერი მოწესრიგდება.

როგორც წესი, საუბარს პირველი არ ვიწყებ. სუარესთან და მესისთან ერთად უკვე ვისადილე. ვფიქრობ, ისევ ვისადილებთ. ის, რაც მოედანს მიღმა ხდება, მატჩებისას გვეხმარება", - ციტირებს გრიზმანს უეფას საიტი.

altანტუან გრიზმანი: მესისთან და სუარესთან მოედანზე ურთიერთმოქმედებას

მატჩიდან მატჩამდე ვაუმჯობესებ

alt"ატლეტიკოს" სკაუტი გრიზმანზე: მან დანაშაული ჩაიდინა ღმერთისა და მეფის (მესის) წინაშე

alt"გრიზმან, მოკვდი, გრიზმან, მოკვდი" - სკანდირებდნენ "ატლეტიკოს" ფანები

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული