"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოზეპ ბარტომეუმ მომავალ კლასიკოზე გააკეთა კომენტარი.
"მატჩი დანიშნულ დროს გაიმართება. აღარ გადაიტანენ.
"კამპ ნოუ" თავისუფლებისა და თვითგამოხატულების ტერიტორიაა. იქ ყველანი მშვიდად უნდა იყვნენ და სპორტული ოსტატობით გაიმარჯვონ. კლასიკო სპორტის ზეიმი უნდა იყოს.
ამ მატჩის ჩატარება ჩვენი პასუხისმგებლობაა. ახლა ძალიან მძიმე პერიოდია, მაგრამ ფეხბურთთან თავსებადია. გულშემატკივრებს შეუძლიათ სტადიონზე ოჯახებით მოვიდნენ", - განუცხადა ბარტომეუმ "მარკას".
"ბარსელონასა" და "რეალის" შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება.