ნეიმარი "ბარსელონასაგან" ძველი ვალის გადახდას ითხოვს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, "ბარსელონამ" პსჟ-ის ბრაზილიელ ვარსკვლავს კონტრაქტით გათვალისწინებული ერთგულების თანხა არ გადაუხადა და ახლა ნეიმარი კატალონიური კლუბისგან 3,5 მილიონი ევროს გადახდას ითხოვს.

El Mundo-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე უარს განაცხადებს, თუ კლუბი მას კუთვნილ თანხას არ გადაუხდის.

გასულ ზაფხულს, როცა ნეიმარი პსჟ-ს მის "ბარსელონაში" გაშვებას სთხოვდა, ამ თანხაზე საუბარი არ ჰქონია. ახლა კი, ყოველ მომდევნო მოლაპარაკებაზე უარს ამბობს, თუ ამ ფულს არ მიიღებს.

ამასთანავე, ნეიმარი კიდევ 100 000 ევროს ითხოვს, რომელიც მისთვის დამატებითი ბონუსი უნდა ყოფილიყო მისი კონტრაქტით გათვალისწინებული თანხის
არგადახდის შემთხვევაში.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნეიმარ მაგარი ღორი ხარ.
რეზი
13 დეკემბერი 2019 18:02
2
შე საცოდავო ფულებმმა დაგღუპა და კიდევ არ ეშვები მაგ იუდობას? ამან მაგრად გაუბერა მე მგონი. ფულებს არა ჩემს ფეხებს მიიღებ ბონუსის სახით.
??????
13 დეკემბერი 2019 17:56
3

სიახლეები პოპულარული