"ბარსელონა" პენალტის დანიშვნის და არდანიშვნის გამო დაზარალდა და ჩივილს აპირებს

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-17 ტურში "სოსიედადისა" და "ბარსელონას" მატჩში (2:2) ორი საკამათო ეპიზოდი მოხდა.

მე-11 წუთზე მსაჯმა ხავიერ არბეროლა როხასმა სტუმართა კარში საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რადგან ჩათვალა, რომ სერხიო ბუსკეტსმა დიეგო ლორენტეს მაისურზე მოქაჩა. შეხვედრის დასასრულს კი ლორენტემ ანალოგიური დარღვევით საჯარიმოში ჟერარდ პიკე დასცა, რასაც არბიტრმა ყურადღება არ მიაქცია და ვიდეოგამეორების ნახვა საჭიროდაც არ ჩათვალა.

"ბარსას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა და ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ჩივილს აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული