95-ე წუთზე კურტუას თავური მეკარემ მოიგერია, ბენზემამ შემდეგ ყველას დაასწრო, 1:1 და წინ ელ კლასიკოა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 დეკემბერს, ლა ლიგის მე-17 ტურის დასკვნით მატჩში "ვალენსია" და "რეალი" 1:1 დაზავდნენ.

მასპინძლები 78-ე წუთზე კარლოს სოლერის გოლით დაწინაურდნენ. კომპენსირებულ დროში მეორე გოლის გატანა როდრიგოს მეკარე კურტუამ არ დაანება, ხოლო 95-ე წუთზე კუთხურზე კურტუა მეტოქის საჯარიმოში ჩავიდა, მისი თავური გოლკიპერმა მოიგერია, არეულობაში კი ქარიმ ბენზემამ ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

"რეალი" და "ბარსელონა" 35-35 ქულით ლიდერები არიან და 18 დეკემბერს "კამპ ნოუზე" დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ნამატჩევს "ბლანკოსის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა თქვა, რომ 1 ქულა პატარა საჩუქარია, თუმცა მეტს იმსახურებდნენ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა ის კურტუას გაეტანა
Dato . mogeladze
02:53 16-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული