ლა ლიგამ სერიოზული განცხადება გააკეთა, თუმცა ოქსიმორონი გამოუვიდა

AutoSharing Option
"რაიო ვალეკანოსა" და "ალბასეტეს" თამაშზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ლა ლიგამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, თუმცა შინაარსი მოვლენასთან მიმართებით ურთიერთგამომრიცხავი იყო.

"რაიოს" ფანებმა "ალბასეტეს" უკრაინელ ფორვარდ რომან ზოზულიას "დედამ....ლი ნაცისტი ეძახეს" და შეხვედრაც ამ მიზეზით შეწყდა. ლა ლიგამ კი თავის განცხადებაში რასიზმი დაგმო.

"ლა ლიგა ეთანხმება შეხვედრის მთავარი არბიტრ ხოსე ანტონიო ლოპეს ტოკოს მატჩის შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში. "რაიო ვალეკანოსა" და "ალბასეტეს" შორის მიმდინარე შეხვედრა რომან ზოზულიას მიმართ შეურაცხყოფის გამო შეწყდა და ორივე გუნდი დაეთანხმა გადაწყვეტილებას.

ლა ლიგა განაგრძობს ძალადობის, რასიზმისა და
ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლას", - ვკითხულობთ ლა ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სათაური და ტექსტის შინაარსი ცოტა აცდენილი ხომ არ არის ერთმანეთს? ცოტა ნაცნობი სიტყვები გამოიყენეთ სათაურში
გიო
10:18 17-12-2019
0

სიახლეები პოპულარული