სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" წინ ზიდანი იმედიანადაა: მათ მესი ჰყავთ, ჩვენ...

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სეზონის პირველი "ელ კლასიკოს" წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"ამ კვირაში ბევრი რამ ითქვა, თუმცა ხალხს, უბრალოდ, კარგი ფეხბურთის ნახვა უნდა. ჩვენს წლის ბოლო მატჩებში მთელი ენერგია უნდა ჩავდოთ. იმედი გვაქვს, რომ შეხვედრის ჩატარებას საფრთხე არ შეექმნება.

ჩვენ ვიცით, ვის წინააღმდეგაც ვთამაშობთ. მათ მესი ჰყავთ, ჩვენ საკუთარი იარაღი გაგვაჩნია. "რეალს" "ბარსელონას" წინააღმდეგ კარგი შეხვედრის ჩატარება სურს. იგივე სურვილი აქვს "ბარსელონასაც".

პოლიტიკურ საკითხებზე საუბარი ჩემი საქმე ა
რაა. მე გონება იმაზე მაქვს მომართული, თუ რა მოხდება მოედანზე. ჩვენ სათამაშოდ ვემზადებით და მხოლოდ ეს მაინტერესებს. გვიხარია, რომ "ელ კლასიკოს" თამაში შედგება.

ფედე ვალვერდე "რეალში" აღმოვაჩინეთ. ის ისეთი ფეხბურთელია, ვინც ძალიან კარგად თამაშობს და კლუბის ღირებულებათა სიმბოლოა, რამეთუ "რეალს" ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავდა", - თქვა ზიზუმ.

"ელ კლასიკო" კი ხვალ, 18 დეკემბერს გაიმართება. "ნოუ კამპზე" შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სააათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული