"ელ კლასიკოს" წინ "ბარსელონას" მცველის, ნელსონ სემედოს სახლი გაქურდეს.
Cadena SER-ის ჟურნალისტი ანა პუნსი იტყობინება, რომ სემედოს სახლი დაახლოებით 14:00 საათზე გაქურდეს. ბუნებრივია, ფეხბურთელი იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა.
ქალაქის პოლიცია ამჟამად მატჩის უსაფრთხოების უზრუნველყოფითაა დაკავებული და ქურდებმა ამით ისარგებლეს.