უგოლო და ზედმეტად მშვიდობიანი ელ კლასიკო და შენარჩუნებული ორხელისუფლებიანობა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
როგორც იქნა, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ (თუ მთავრობამ) ელ კლასიკოს ჩატარება გადაწყვიტა, რომლის შესახებ რამდენიმე წლის წინ ფურია როხას მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკენ თქვა, ეს მატჩები ჩვენი ქვეყნის დაშლას გამოიწვევსო.

"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გამოცხადებულ სასტარტო შემადგენლობაში ცვლილება განახორციელა - სერხიო ბუსკეტსის ნაცვლად ივან რაკიტიჩი დააყენა სასტარტოში. ცნობისათვის, "ბარსამ" მიმდინარე სეზონში ბუსკეტსის გარეშე მატჩების 66.6% წააგო, ხოლო მასთან ერთად - 7.7%.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე შეუტიეს, მაგრამ პირველი მომენტები სტუმრებს ჰქონდათ, ჯერ ქარიმ ბენზემას დარტყმული ბურთი ტერ შტეგენმა აიღო, ცოტა
ხანში კაზემიროს თავური ჟერარდ პიკემ ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მერე ტერ შტეგენმა ორჯერ იყოჩაღა და მესიმ 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა - გატანა რამოსმა არ დაანება. ტაიმის დასასრულს ალბამ გარღვევის შემდეგ მესი კურტუას პირისპირ შეჰყარა და მან მიზანს ისევ ვერ უწია. აღსანიშნავია შეტევაში ვალვერდეს აქტიურობაც, რომელმაც ორჯერ შორიდან უშდეგოდ სცადა გატანა.

მეორე ტაიმი "ბარსამ" უკეთ ჩაატარა, თუმცა მომენტები ორივე კართან უფრო იშვიათად იქმნებოდა. გარეთ ბეილმა გოლიც გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა. ეგ იყო და ეგ - ფრე და პრიმერაზე ორხელისუფლებიანობა შენარჩუნდა.

"ბლანკოსის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა 43-ე კლასიკოში მიიღო მონაწილეობა და რეკორდსმენი გახდა. მესიმ ამ გუნდების 42 მატჩში იასპარეზა.

17 წლის შემდეგ ელ კლასიკო პირველად დასრულდა უგოლოდ.

ზიდანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც "კამპ ნოუზე" პირველი 5 კლასიკო არ წააგო.

"რეალმა" 2007 წლის შემდეგ "კამპ ნოუზე" პირველად არ გაუშვა გოლი - სერიამ 18 მატჩი შეადგინა.

"ბარსელონამ" 12 წლის შემდეგ პირველად "რეალს" საკუთარ მოედანზე ვერ გაუტანა.

ანსუ ფატი 1941 წლის შემდეგ ელ კლასიკოს ყველაზე ახალგაზრდა მონაწილეა.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 93 426 მაყურებელი
ბარსელონა - რეალი 0:0

ბარსელონა: ტერ შტეგენი, სემედო (ვიდალი 55), პიკე, ლანგლე, ალბა, რაკიტიჩი, რობერტო, დე იონგი, სუარესი, მესი, გრიზმანი (ფატი 83)

რეალი: კურტუა, კარვახალი, რამოსი, ვარანი, მენდი, კროოსი, კაზემირო, ვალვერდე (მოდრიჩი 80), ისკო (როდრიგო 80), ბეილი, ბენზემა

altაი, რატომ იყო ელ კლასიკო უღიმღამო - ბარსელონაში ხანძარი მძვინვარებდა, არიან დაჭრილები, დაპატიმრებულები

altრაფაელ ვარანმა ლანგლესთან შეჯახების შემდეგ დაზიანებული ბარძაყის ფოტო გამოაქვეყნა

altერნესტო ვალვერდე: არ მახსოვს, მოწინააღმდეგეს ჩვენზე უკეთესი მომენტები ჰქონოდეს

altზინედინ ზიდანი: შედეგით კმაყოფილი უნდა ვიყოთ

altსერხიო რამოსი: ვარანის ეპიზოდებში ორი პენალტი არ მოგვცეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
100%პენალტი იყო ვარანზე სადაა ვარია თუ რაცააა ეძინათ... ამ სეზონში რეალს უკვე 10ქულა დააკარგინეს მსაჯებმა მერე იტყვით რეალს ემხობიან მსაჯებიო ამ თამაში დაინდეს ბარსელონა რასაც ქვია... 100% პენალტი იყო ეს არ უნდა შეშლოდათ ამაზე ორი აზრი არაა პროფესიონალები უკეთ იტყვიან ამას...
აკაკი
01:37 19-12-2019
12
კარგი იყო რეალი მაგრამ დასკვნით ფაზაში აკლიათ რაღაც,ამას უნდა ეშველოს.
ზაზა
01:20 19-12-2019
1

სიახლეები პოპულარული