"რეალის" კაპიტანი სერხიო რამოსი "ელ კლასიკოში" ალეხანდრო ერნანდესის მსაჯობით უკმაყოფილო დარჩა.
"აქ თამაში ყოველთვის ძნელია. შევხვდით გუნდს, რომელიც დროის უმეტეს ნაწილში ბურთს ფლობს. ამ მეტოქეს ნებისმიერი შეცდომისთვის შეუძლია დაგსაჯოს. თუმცა დღეს ცოტა შეცდომა დავუშვით.
რას ვიტყვი ვარანის ეპიზოდებზე? შესვენებაზე ვნახეთ და ცხადად ჩანდა, რომ ორი პენალტი იყო. ახლა რაც უნდა ვთქვათ, არაფერი შეიცვლება.
ვიდეოგამეორება იმისათვის არსებობს, რათა საეჭვო ვითარებაში მომენტი ნახონ. ეს ამჯერად არ მოხდა", - დაიჩივლა რამოსმა As-თან.