"ელ კლასიკოში" "რეალის" ფეხბურთელები რაფაელ ვარანის ორ ეპიზოდში პენალტის დანიშვნას უშედეგოდ ითხოვდნენ.
პირველ მომენტში ვარანს ნახტომში ბუცის ქაცვებით ბარძაყში "ბარსელონას" მცველმა კლემან ლანგლემ ჩაარტყა და ნამატჩევს ფრანგმა ეს სურათები გამოაქვეყნა.
ვარანის მტკიცებით, მეორე მომენტში "ბარსას" ნახევარმცველმა ივან რაკიტიჩმა მასთან თამაშისას დაარღვია წესები და მსაჯმა ხოსე ერნანდესმა არც ამაზე არ მოახდინა რეაგირება. მომენტებს ყურადღება აგრეთვე ვიდეოგამეორებაზე მომუშავე ბურგოს ბენგოეჩეამამაც არ მიაქცია.
სერხიო რამოსი: ვარანის ეპიზოდებში ორი პენალტი არ მოგვცეს
უგოლო და ზედმეტად მშვიდობიანი "ელ კლასიკო" და შენარჩუნებული ორხელისუფლებიანობა [VIDEO]