აი, რატომ იყო "ელ კლასიკო" უღიმღამო - ბარსელონაში ხანძარი მძვინვარებდა, არიან დაჭრილები, დაპატიმრებულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ასეთი უღიმღამო "ელ კლასიკო", ალბათ, არ გვახსოვს. ეს ფეხბურთზე უფრო პოლიტიკა იყო და შესაძლოა, ასეთი მატჩის ჩატარება არც იყო საჭირო. არაა გამორიცხული, ორივე გუნდის ფეხბურთელები შეხვედრის წინ გაეფრთხილებინოთ, რომ ზედმეტად ემოციურნი არ ყოფილიყვნენ და ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო არ გაერთულებინათ.

და რაა ფეხბურთი ბრძოლის, ემოციის და ჟინის გარეშე? - ეს ისაა, რაც "კამპ ნოუზე" ვიხილეთ.

შეხვედრის დაწყების წინ სტადიონთან მიტინგი გაიმართა. გუნდები არენაზე უემბლემო ავტობუსებით, პოლიციის ავტომობილების თანხლებით შევიდნენ. თამაში ერთხანს მოედანზე ბურთების გადაყრის გამო გაჩერდა და მაყურებლები პოლიტპატიმრების
გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ფეხბურთი პოლიტიკის მძევალი გახდა და ყოველგვარი ხიბლი დაკარგა.

მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ კი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მასობრივ არეულობებს ჰქონდა ადგილი. პოლიციამ სტადიონზე არ შეუშვა კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები, რომლებმაც რკინის ღობეები დაამტვრიეს. შედეგად, 9 მათგანი დააპატიმრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწვეს ნაგვის ურნები, ქალაქში ხანძარი გაჩნდა, ხალხი ჩაძვრა პოლიციის მანქანაში და ხელთ იგდო სამართალდამცველთა აღჭურვილობა.

as-ის ცნობით, პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა - არიან დაჭრილები, 46-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.


მკითხველის კომენტარები / 15 /
აბსოლიტურად არაფერი მომხდარა ისეთი რაც ფეხბურთს შეიძლება უკავშირდებოდეს. ორი სამი კაცი რას ყვიროდა ეს ფეხბურთის შედეგზე ვერ იმოქმედებდა. ახლობლები იყვნენ სპეციალურად ამ მატჩზე წასულები და არაფერი მსგავსი არ უნახავთ კამპნოუს სიახლოვეს. ეს რომ ასე იყოს როგორც თქვენ წერთ სტადიონი გაჭედილი არ იქნებოდა. აქ კიდევ მიეცათ სალაპარაკო ვაი ნაცების სატელიტებს.ასეთი იდიოტი ტროლების ალაგმვა ძალიან მარტივია. უბრალოდ რაც ფეხბურთს არ ეხება დაბლოკეთ. პოლიტიკაზე საუბარი გაუთანაბრეთ უხამს და შეურაცხმყოფელ სიტყვებს!
დავით67
21:29 19-12-2019
2
კატალონიელო ანარქისტებო. გაგკარით.... ჩაგვიშალეთ ელ კლასიკოს მუღამი.
2

სიახლეები პოპულარული