აი, რატომ იყო "ელ კლასიკო" უღიმღამო - ბარსელონაში ხანძარი მძვინვარებდა, არიან დაჭრილები, დაპატიმრებულები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ასეთი უღიმღამო "ელ კლასიკო", ალბათ, არ გვახსოვს. ეს ფეხბურთზე უფრო პოლიტიკა იყო და შესაძლოა, ასეთი მატჩის ჩატარება არც იყო საჭირო. არაა გამორიცხული, ორივე გუნდის ფეხბურთელები შეხვედრის წინ გაეფრთხილებინოთ, რომ ზედმეტად ემოციურნი არ ყოფილიყვნენ და ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო არ გაერთულებინათ.

და რაა ფეხბურთი ბრძოლის, ემოციის და ჟინის გარეშე? - ეს ისაა, რაც "კამპ ნოუზე" ვიხილეთ.

შეხვედრის დაწყების წინ სტადიონთან მიტინგი გაიმართა. გუნდები არენაზე უემბლემო ავტობუსებით, პოლიციის ავტომობილების თანხლებით შევიდნენ. თამაში ერთხანს მოედანზე ბურთების გადაყრის გამო გაჩერდა და მაყურებლები პოლიტპატიმრების
გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ფეხბურთი პოლიტიკის მძევალი გახდა და ყოველგვარი ხიბლი დაკარგა.

მატჩამდე, მატჩისას და მატჩის შემდეგ კი არენის მიმდებარე ტერიტორიაზე მასობრივ არეულობებს ჰქონდა ადგილი. პოლიციამ სტადიონზე არ შეუშვა კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდამჭერები, რომლებმაც რკინის ღობეები დაამტვრიეს. შედეგად, 9 მათგანი დააპატიმრეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ დაწვეს ნაგვის ურნები, ქალაქში ხანძარი გაჩნდა, ხალხი ჩაძვრა პოლიციის მანქანაში და ხელთ იგდო სამართალდამცველთა აღჭურვილობა.

as-ის ცნობით, პოლიციამ რეზინის ტყვიები გამოიყენა - არიან დაჭრილები, 46-მა ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო.


მკითხველის კომენტარები / 15 /
სად არიან ესპანელი „სირცხვილიას“ აქტივისტები.არ აპროტესტებენ დარბევას?
17
ტროლებო აქ სპორტული საიტია. ის გეტყვით თუ მხედველობა გღალატობთ, იქ ცეცხლშია გახვეული ყველაფერი და ტყვიებიც იმ მისაღები ზომის იქნება რაც დასაშვებია, თან არც დამიზნებით ესვრიან თვალში....განსხვავებას ხედავთ?
vai tqvens patrons
11:12 19-12-2019
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული