ესპანური პოპულარული გამოცემა AS-ი იუწყება, რომ ერნესტო ვალვერდეს "ბარსელონაში" ფრენკ დე იონგის ხილვა არ სურდა, თუმცა ხელმძღვანელობამ ეს ტრანსფერი მაინც გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს გუნდის პრეზიდენტის, ხოსეპ ბართომეუს პირდაპირი მოთხოვნა იყო. მან ვალვერდეს შეუთვალა, რომ შეეძლო კლუბიდან წასულიყო, რადგან ამ ტრანსფერს ყველა ვარიანტში გააკეთებდნენ.
საბედნიეროდ, დე იონგმა "ბარსელონაში" ადაპტაცია მალევე გაიარა. მან წელს ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაშიც ითამაშა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.