სუარესის გოლი და 3 საგოლე გადაცემა - "ბარსელონამ" "ალავესი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 დეკემბერს, ლ ლიგას მე-18 ტურში "ბარსელონამ" საკუთარ მოედანზე "ალავესს" 4:1 მოუგო.

"ბარსას" თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონას" 39 ქულა აქვს და "რეალს" 3 ქულით გაასწრო, რომელიც 22 დეკემბერს "ბილბაოს" მასპინძლობს და შეუძლია ორხელისუფლებიანობა აღადგინოს.

ლეო მესიმ წელს ყველა ტურნირზე 50 გოლი გაიტანა - მან მხოლოდ 2013 წელს ვერ გაიტანა 50 გოლი, 43 გოლით დაკმაყოფილდა და უკანასკნელი 10 წლის მანძილზე 9-ჯერ გაიტანა 50 და მეტი გოლი. 2012 წელს მან 91 გოლი გაიტანა.

"ბარსამ" ისტორიაში
მეშვიდედ დაასრულა წელი სახლში წაუგებლად - წელს "კამპ ნოუზე" ჩატარებული 28 მატჩიდან 24 მოიგო და 4 ფრედ დაასრულა, ბურთების შეფარდება 81:20.

ბარსელონა. "კამპ ნოუ". 63 054 მაყურებელი
ბარსელონა - ალავესი 4:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (14), 2:0 ვიდალი (45), 2:1 პონსი (56), 3:1 მესი (69), 4:1 სუარესი (75, პენ)
მკითხველის კომენტარები / 1 /
საგოლე გადაცემების დათვლის სისტემა შესაცვლელია ალბათ, სუარესის პასი მესიზე საგოლე გადაცემაა და მესის ერთი-ერთზე რომ გაჰყავს და ვერ გააქვთ, ის არ ითვლება ხომ?!
გია
11:23 22-12-2019
1

სიახლეები პოპულარული